დღეს, ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი ბათუმის “დინამო” – ბოლნისის “სიონის” მატჩით გაიხსნა.
გუნდებმა მატჩის დაწყებამდე უკრაინას მხარდაჭერა სპეციალური ბანერით გამოუცხადეს, წარწერით – “შეჩერდეს ომი, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად”.
ასევე ბათუმელთა კაპიტანი ბოლნისის “სიონთან” სიმბოლურად უკრაინელი ოლექსანდრ აზაცკი გახლდათ.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და აჭარლებმა მეტოქე 4-0 დაამარცხეს. პირველი გოლი ირაკლი ბიძინაშვილმა 36-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც მცველის არაზუსტი პასი ჩაჭრა და მეკარეს შანსი აღარ დაუტოვა. პირველი ნახევარი ბათუმელთა ერთ ცოლიანი უპირატესობით წარიმართა.
მე-2 ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა, ჯერ პენალტიდან მოახერხა გატანა, შემდეგ კი შორი მანძილიდან ეფექტური გოლი შეაგდო. მეოთხე გოლი კი ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა, რომელმაც კლუბის სერბი თავდამსხმელის, სტეფან დენკოვიჩის პასით გაიტანა.
ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, 4 მარტს, “დინამო თბილისს” დაუპირისპირდება.
ბოლნისის “სიონი” კი მომდევნო თამაშს 5 მარტს, “თელავთან” გამართავს.





