ბრიტანული გამოცემა Daily Express-ის ინფრომაციით “ლიდსი” საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის შემტევით ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება.
ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობამ კლუბის სპორტულ დირექტორს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 57 მილიონი ევრო გამოუყო.
კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 4 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს და ერთ-ერთი ვარიანტი ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
“გუნდის მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა. “ლიდსი” მოწადინებულია “ტოტენჰემიდან” ჯო როდონი იჯარით გადაიბიროს, მისი მთავარი კონკურენტი კი ნიუკასლი გახლავთ.
გაუმჯობესება შეიძლება საჭირო გახდეს სხვა პოზიციაზე და ყაზანის “რუბინის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პოტენციური ვარიანტია.
ყაზანის “რუბინის” გენერალურმა მენეჯერმა რუსტენ საიმანოვმა ახლახან აღიარა, რომ 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის შეთავაზება საკმარისი იქნება მათთვის ქართველი ფეხბურთელის გასაყიდად.
„რა მოხდება, თუ მისთვის 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ? უარს ვერ ვიტყვი, – თქვა რუბინის დირექტორმა.
ასე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარახელიასთვის სხვადასხვა ინგლისური კლუბები იბრძოლებენ. ხვიჩას სახელი სხვადასხვა გამოცემებმა “ვესტ ჰემსა” და “ევერტონს” დაუკავშირეს.





