დინამო არენადან ოლდ ტრაფორდზე. ეს მართლაც ირმის ნახტომივით იყო. ჩისკო მუნიოსზე მოგახსენებთ, რომელსაც ქართველი გულშემატკივრებისთვის წარდგენა არ სჭირდება.
ესპანელმა მწვრთნელმა თბილისის „დინამო“ ჩემპიონი გახადა და ახლახანს ინგლისში გადაბარგდა. მან „უოტფორდი“ ჩაიბარა. სადებიუტი მატჩიც წარმატებული გამოივიდა. პრემიერშიპის ლიდერი „ნორვიჩი“ 1:0 დაამარცხა.
ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში კი ჩისკოს გაწრთვნილი „უოტფორდი“ ოცნებების თეატრში ჩავიდა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაეჯიბრა. შერცხვაო ვერ ვიტყვით. სულშერის გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.
„ოლდ ტრაფორდი, ეს ყველას ოცნებაა. ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ, მაგრამ გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ქომაგები არ იყვნენ.
ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა წინა მატჩებშიც თავი დადეს და ახლაც, მრისხანე მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდებით და ვპროგრესირებთ. ამიტომაც ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“ – აღნიშნა ჩისკო მუნიოსმა მედიასთან მატჩის შემგომ კომენტარში.





