უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლი ინტერნეტ გამოკითვხით გამოავლინა. ლეო მესის მიერ “მანჩესტერ სიტის” კარში გატანილი გოლი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
მეხუთე ადგილზე ვინისიუს ჯუნიორის მიერ “შატხარის” წინააღმდეგ გატანილი გოლი გავიდა, მეოთხე ადგილი ალექს ტელეშის “ვილიარელის” წინააღმდეგ გატანილმა გოლმა დაიკავა, მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის კიევის “დინამოსთან” გატანილმა გოლმა დაიკავა, მეორე ადგილი კი ტიაგოს მიერ “პორტუს” კარში გატანილ გოლს ერგო.
ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი 10 გოლით სებასტიან ალე გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველაზე ტურში გატანით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.
ჩემპიონთა ლიგა 15 თებერვალს 1/8 ფინალური მატჩებით განახლდება.
🌠 Goal of the Group Stage! 🌠
After 200k + votes, the winner is… 👇#UCLGOTGS | @Heineken | #UCL pic.twitter.com/qBpvWbqu83
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) December 17, 2021