დიდების დარბაზის წევრმა, ამჟამად TNT-ის ექსპერტმა ჩარლზ ბარკლიმ განაცხადა, რომ ის ვარსკვლავებით „სავსე“ ბრუკლინის წაგებას გულშემატკივრობს.
ნიუ იორკელებმა 2019 წელს თავისუფალი აგენტების ბაზარზე კაირი ირვინგი და კევინ დურანტი დაიმატა, ხოლო ცოტა ხნის წინ მათ ჯეიმს ჰარდენი და ბლეიკ გრიფინიც დაემატა.
„ყოველთვის ბრუკლინის წაგებას ვგულშემატკივრობ. მე უბრალოდ არ მომწონს, თუ როგორ შექმნეს ეს გუნდი.
ისინი ცდილობენ ლიგას აზრი დაუკარგონ, იმედი მაქვს ეს პროექტი ჩაიშლება.
არ შეიძლება გუნდში ამდენი ვარსკვლავის ყოლა, ეს სპორტულ პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ბარკლიმ.





