ბექა ბურჯანაძის “ბეტისი” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უტსაიდერ “ობრადოიროს” დუპირისპირდა და 76:87 დამარცხდა. ბურჯანაძემ მოედანზე 22:38 წუთი გაატარა და 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბექამ 6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის “ბეტისის” რიგებში მხოლოდ ამერიკელ შენონ ევანსს ჩამორჩა.
“ბეტისი” მომდევნო მატჩს სტუმრად, 31 ოქტომბერს, “ვალენსიასთან” გამართავს.








