უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” “კისვარდას” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “კისვარდა” ამ დაპირისპირებას ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით შეხვდა.
გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ქართველმა შემტევმა შეასრულა, რომელმაც მატჩის 44-ე წუთზე გოლი გაიტანა და საკუთარი კლუბი დააწინაურა.
“ფეჰერვარი” მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩა, თუმცა დაცვაში არ ჩადგა და შეტევაზეც ფიქრობდა. გაამართლა და 76-ე წუთზე დარდაიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. “კისვარდას” მხრიდან თავი 91-ე წუთზე მესანოვიჩმა გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელისთვის ეს პირველი გოლი იყო.
სამი ტურის შემდეგ “ფეჰერვარი” 5 ქულით მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბუდუ ზივზივაძის გუნდი 28 აგვისტოს “ბუდაპეშტს” დაუპირისპირდება.





