“უიპეშტის” 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ “ფეჰერვარს” გაუტანა. უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში “ფეჰერვარმა” შინ “უიპეშტი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 74-ე წუთზე ზივზივაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჯენლტმენობა გამოავლინა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი არ აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე “უიპეშტში” 6 თვიანი იჯარით სწორედ “ფეჰერვარიდან” თამაშობს.
მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.