კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ბუბა დაუშვილი უახლოეს დროში გაწყვეტს კონტრაქტს ანორთოსისთან და აპოელ-თან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
dialogos.com.cy-ის ცნობით, დაუშვილი თემურ ქეცბაიას მომავალ გეგმებში აღარ ჯდება.თავად ფეხბურთელსაც წასვლა და კარიერის აპოელში გაგრძელება სურს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანორთოსისში თამაშობდნენ და აპოელში გადავიდნენ დაუშვილის თანამემამულეები გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი. ასე რომ, ქეცბაიას განკარგულებაში ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი რჩება – გიორგი ლორია.
32 წლის ბუბა დაუშვილი 2019 წლის ივლისიდან ანორთოსისში თამაშობს, ის კვიპროსში უნგრული ჰალადაშიდან გადავიდა. გასულ სეზონში მან 31 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა.





