29 წლის ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი ამიერიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიგა UFC-ში იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია UFC-ის გულშემატკივართა სარეიტინგო ვებ-გვერდზე გავრცელდა.
აქამდე ლაზიშვილი Legacy Fighting Alliance-ში, იგივე LFA-ში გამოდიოდა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მის ანგარიშზე 12 მოგება და 0 მარცხია.
ამრიგად, 29 წლის მებრძოლი UFC-ში მეშვიდე ქართველი იქნება. მის გარდა, უმაღლეს საბრძოლო ლიგაში გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე და ლიანა ჯოჯუა ასპარეზობენ.





