ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ორმატჩიან დაპირისპირებებში სტუმრადგატანილი გოლის წესი გააუქმა. ინფორმაცია უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა დაადასტურა:
აღნიშნული წესი ძალაში მიმდინარე სეზონის დასაწყისში შევა და ის უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ საკლუბო ტურნირებზე იმოქმედებს.
უწყების განმარტებით, ორმატჩიანი დუელების ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნება, რასაც შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია მოყვება.
„სტუმრად გატანილი გოლის წესი UEFA-ს ჩემპიონატების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა ბოლოდროინდელ შეხვედრებზე ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი დებატი შედგა,
უნდა ვაღიაროთ, რომ სახლში ჩატარებული მატჩების უპირატესობა დღესდღეობით ისეთივე ეფექტური აღარ არის, როგორც ეს ერთ დროს იყო“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა.







