ოლიმპიური ჩემპიონი საჩუქრად მილიონ ლარს მიიღებს.
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული საჩუქრად მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სოფელში ქართული დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ღონისძიებაზე გაჟღერდა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.





