21 წლის ესპანელი შემტევი ბრაჰიმ დიასი მადრიდის “რეალიდან” 2 წლიანი იჯარით კარიერას “მილანში” გააგრძელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი მომდევნო სეზონში “როსონერის” 10 ნომრიან მაისურს მოირგებს.
გავრცელებული ინფრომაციით, მადრიდულ კლუბს 2 წლის შემდეგ ფეხბურთელის 27 მილიონ ევროდ დაბრუნების უფლება ექნება.
ცნობისთვის, დიასმა გასული სეზონი სწორედ იტალიურ “მილანში” 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით გაატარა, ამ გუნდის მაისურით 27 ჩატარებულ მატჩში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.





