საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 6 მარტს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ქართველი მორაგბეები უკვე ლისაბონში იმყოფებიან და ადგილობრივ ბაზაზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს.
ლევან მაისაშვილის გუნდი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.
ჯამში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამ თვეში 4 მატჩს გამართავს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია





