რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს შეხვდა და 11 ქულის სხვაობით, 28:17 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა ტურნირზე გამოსვლა 4-დან 4 მოგებით დაასრულეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასის გამარჯვებულებიც გახდნენ. ამასთან, ჩვენმა გუნდმა მომავალ მსოფლიო თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ქართველ მორაგბეებს კუთვნილი პრიზები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადასცა და მოპოვებული წარმატება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი თამაშს სრულად დაესწრო.





