23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პუატიეს საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში იასპარეზებს.
ბოლქვაძემ და ბრიტანელმა ჩოგბურთელმა სამანტა მარი შარანიმ ნახევარფინალში ალისია ბარნეტსი და ოლივია ნიკოლსი 6:4, 6:0 დაამარცხეს.
პუატიეს ტურნირის ფინალური შეხვედრა კვირას, 31 ოქტომბერს გაიმართება. ბოლქვაძე და მარი შარანი ფრანგ ჩოგბურთელებს ოდრი ალბისა და ლეოლია ჟინჟინს დაუპირისპირდებიან.





