23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პუატიეს ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 80 ათასი დოლარია.
ბოლქვაძე დღეს ფრანგ ხლოე პაკეს დაუპირისპირდა და 3:6, 6:3, 3:6 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მარიამი ბრძოლას წყვილთა ტურნირში აგრძელებს სამანტა მარი შარანთან ერთად. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელი ფინალში ისაპარეზებენ. ბოლქვაძე და შარანი ნახევარფინალში ბარნეტი/ნიკოლსკის წყვილს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 6:4 6:0 დაამარცხეს.
ბოლქვაძე და მიურეი ფინალში ფრანგ ჩოგბურთელებს ელბის და ჟანჟანს დაუპირისპირდებიან.








