ინდიანა “პეისერსი” NBA-ს რეგულარულ სეზონში “ნიუ იორკ ნიქსთან” 92:84 დამარცხდა. 22 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მოედანზე 16:29 წუთი გაატარა და 5 ქულა 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველ კალათბურთელს არცერთი ფოლი და ბურთის დაკარგვა არ ჰქონია.
ინდიანა “პეისერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 18 ნოემბერს, სტუმრად “დეტროიტთან” გამართავს.








