გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონი დაასრულა. გათამაშების ბოლო ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდი „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდა და 12 ქულის სხვაობით, 125:113 გაიმარჯვა.
გოგამ მოედანზე 11 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და სამივე არაზუსტად.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი გოგას თანაგუნდელი, ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც 31 ქულა და 10 მოხსნა დააფიქსირა.
როგორც ვიცით, ამ სეზონში NBA-ს ფლეი-ოფები განსხვავებული ფორმატით ტარდება. ამ სტადიაზე მოსახვედრად შედარებით დაბალ პოზიციებზე გასულ გუნდებს ფლეი-ინში თამაში მოუწევთ. ინდიანას მეტოქე კი „შარლოტ ბობქეთსი“ იქნება. პირველი შეხვედრა 18 მაისს გაიმართება.








