ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მილოუკ ბაქსს“ შეხვდა და 20 ქულის სხვაობით, 130:110 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და სოლიდური შედეგითაც გაისარჯა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი NBA-ში მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, „ნიუ ორლეანსთან“ გამართავს.








