გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ NBA-ში რეგულარულ სეზონს ასრულებს. ასოციაციის ერთ-ერთ ბოლო მატჩში ქართველი კალათბურთელი საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „მილოუკ ბაქსს“ დაუპირისპირდა და მრავალქულიან მატჩში 9 ქულის სხვაობით, 133:142 დამარცხდა.
გოგამ მოედანზე 24 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულით, 6 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. საუკეთესო კალათბურთელი მილოუკის სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც 40 ქულა და 15 მოხსნა დააფიქსირა.
„ინდიანა პეისერსს“ რეგულარულ სეზონში ორი მატჩი დარჩა. გოგას გუნდი ხვალ „ლეიკერსს“ ესტუმრება. ინდიანას საპლეიოფო მატჩები განაღდებული აქვს.








