საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ინდიანელები აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელ “კლიპერსს” ლოს ანჯელესში შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 133:139 წააგეს.
გოგას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო მიეცა. მან “კლიპერსთან” შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა, რაც NBA-ში მისი რეკორდია. გოგამ ასევე 8 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე დაფარება დააგროვა. ბითაძე საკმაოდ მაღალი პროცენტით ისროდა და 1-დან 1 სამქულიანი, 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში “ინდიანამ” მეტოქეს 17 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
“პეისერსი” ბოლო პერიოდში უპირატესობას ფლობდა და თამაშის შემოტრიალებაც შეეძლო, მაგრამ გოგას გუნდი მაინც დამარცხდა.
შემდეგ შეხვედრას “ინდიანა პეისერსი” 20 იანვარს “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.








