შოტლანდიის ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი ბილი გილმორი კარიერას იჯარის წესით “ნორვივ სიტიში” გააგრძელებს- ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
ცნობისთვის, ნიჭიერმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში “ჩელსის” მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა.




