ლონდონის „ჩელსის“ და შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი დღეს დილით აღმოაჩნდა, რის გამოც ის სამშაბათს ხორვატიის წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებს.
აღსანიშნავია, რომ გილმორმა ინგლისის წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო მატჩისთვის 20 წლის ფეხბურთელის არყოფნა შოტლანდიის ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
D ჯგუფს, სადაც შოტლანდიის ნაკრები გამოდის 4-4 ქულით ჩეხეთის და ინგლისის ნაკრებები ლიდერობენ. მესამე-მეოთხე ადგილზე კი თითო-თითო ქულით შოტლანდია და ხორვატია არიან.





