გიორგი ბერიძის უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარს დაუპირისპირდა, დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
მატჩი ქვეყნის მთავარ სტადიონ „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა და მინიმალური სხვაობით 1:0 დასრულდა.
MEGVAN!!!!!!! 11!!!!!!!!!! pic.twitter.com/9F1uNHrEWe
— Újpest FC (@ujpestfc1885) May 3, 2021
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებითი დროის დაწყებისთანავე 91-ე წუთზე ფეჰერვარი მოედანზე 10 კაცით დარჩა.
96-ე წუთზე კი კლუბს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, 9 კაცით დარჩენილ ფეჰერვარს უიპეშტმა 101-ე წუთზე გაუტანა.
— Újpest FC (@ujpestfc1885) May 3, 2021
ორივე ქართველი ძირითადში იყო, ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ბერიძე კი 114-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო, გასულ წელს მან მოგება მეზოკოვეშდთან ერთადაც სცადა, მაგრამ სამწუხაროდ მაშინაც ხელი მოეცარა.








