3 წაგებული ფინალის შემდეგ, სტეფანოს ციციპასი თავის პირველ მასტერსის ტიტულს დაეუფლა. ბერძენმა ჩოგბურთელმა მონტე-კარლოს მასტერზე იჩემპიონა.
22 წლის ციციპასმა ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ამ პრესტიჟულ ჯილდოსაც დამსახურებულად დაეუფლა.
ბერძენი მეჩოგნის მეტოქე, რომელიც რეიტინგის მეხუთე ნომერია ფინალში რუსი ანდრეი რუბლოვი იყო. ჩოგბურთის ქომაგი ალბათ გაცილებით დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებას ელოდა, ვიდრე იხილა. ციციპასის უპირატესობა ორივე სეტში იმდენად აშკარა იყო, რომ მატჩის მიმდინარობისას გამარჯვებულის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი აღარ უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ მანაც ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით – 6:3, 6:3 იმარჯვა.
სტეფანოს ციციპასმა მონტე-კარლოს მასტერსის მოგებით 1000 სარეიტინგო ქულა და 251 ათასი ევრო გამოიმუშავა.





