ახლო წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და ნაკრების წევრი ფილ ნევილი სამწრთნელო საქმიანობას იწყებს. უფრო სწორად ანახლებს, თუმცა ვაჟთა ფეხბურთში ამ სფეროში ეს მისი დებიუტი იქნება.
ფილ ნევილის სამწვრთნელო უნარები ამ ეტაპამდე მხოლოდ ქალთა ფეხბურთით შემოიფარგლებოდა, როდესაც 2018 წლიდან ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა, ამიერიდან კი ის „ინტერ მაიამის“ დამრიგებელი გახდება.
ფეხბურთის გულშემატკივარს ეცოდინება, რომ მაიამური კლუბი დევიდ ბექჰემის საკუთრებაა. მანამდე გუნდს დევიდ ალონსო წრთვნიდა და „მაიამ ინტერი“ MLS-ის პლეიოფშიც გაიყვანა, მაგრამ იქ უშანსოდ წააგო და ბექჰემმაც მწვრთნელი დაითხოვა.
„მივიღე ეს გამოწვევა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდში მომიწევს მუშაობა. მსურს ძლიერი კლუბი ჩამოვაყალიბო, რომელიც ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ერთი სული მაქვს საქმეს შევუდგე“ – თქვა ფილ ნევილმა.





