24 წლის ქართველი ფეხბურთელი, ბექა მიქელთაძე “ნიუკასლ ჯეტსის” დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ავსტრალიური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ქართველმა ფეხბურთელმა დეკემბერში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბექა “ნიუკასლ ჯეტსს” სეზონის დასაწყისში “ქსანთიდან” შეუერთდა.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “ნიუკასლ ჯეტსის” მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბექა მიქელთაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს “ცენტრალ ქოუსთ მარინერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
Our fans have spoken and our Players of the Month for December have been decided 🙌
See their stats ➡️ https://t.co/X2U2hxPBTQ#BondedByGold pic.twitter.com/E1R0LTcm2A
— NEWCASTLE JETS FC ✈️ (@NewcastleJetsFC) January 12, 2022





