დინამო ბათუმს ტრე პენეს დამარცხება არც მეორე მატჩში გაუჭირდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სან მარინოს კლუბს 3:0 მოუგო.
ბათუმელებისთვის ეს ბოლო 23 წლის განმავლობაში ევროტურნირის პირველი საშინაო მატჩი გახლდათ
დინამო ბათუმმა თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და მე-16 წუთზე შეძლო დაწინაურება – გიორგი ზარიას პასის შემდეგ ვამარა სანოგომ ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.
მეორე ტაიმი ბათუმელთა გოლებით დაიწყო. გაფრინდაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი სანმარინოელთა კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მანჯგალაძემ გაიტანა. 4 წუთში ანგარიში 3:0 გახდა.სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ფლამარიონ ჯოვინომ ეფექტურად გადაგზავნა ბურთი სანმარინოელთა კარში.
გია გეგუჩაძის გუნდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ შეძლეს. დინამო ბათუმი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს ბატეს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, საპასუხო კი – 29-ში.





