ბათუმის “დინამო” თურქეთში შეკრებას გადის და გამოცდილ კლუბებთან ამხანაგურს მატჩებს მართავენ.
ახლახან, აჭარულმა კლუბმა პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერი “პოზნან ლეხი” 2:1 დაამარცხა.
ბათუმელებს მეორე ამხანაგური მატჩი 23 იანვარს, გდანსკის “ლეხიასთან” უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ბათუმის “დინამოს” ოფიციალური ფესიბუქ გვერდის ცნობით, მეტოქე გუნდის თხოვნის გათვალისწინებით “ლეხიასთან” შეხვედრა გაუქმდა.
ბათუმის “დინამო” 23 იანვარს 18:00 საათზე, ვაკო გვილიას “რაკოვს” დაუპირისპირდება.





