უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმისა“ და ბორისოვოს „ბატეს“ შეხვედრაზე, ბათუმელი ფანები შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულ ბელორუს გულშემატკივართა მცირე ჯგუფს დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ბატემ“ „დინამო ბათუმის“ კარში გოლი გაიტანა, რასაც ბელორუსი გულშემატკივრების სიხარული მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მატჩზე პოლიციამ 1 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.





