ინდიანა “პეისერსის” ქართველ ცენტრს Basketball Insiders-მა სტატია მიუძღვნა და აღნიშნა, რომ გოგა ბითაძეს პეისერსის სასტარტოში მოხვედრა უჭირს.
“მართალია, ამ სეზონში გუნდის შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ კლუბმა დრაფტიდან დაიმატა ნიჭიერი კრის დუარტე და მოიყვანა მწვრთნელად რიკ კარლაილი. ცუდი სტარტის შემდეგ კლუბში გადაწყვიტეს, რომ რეორგანიზაციის დროა. ინდიანამ სცადა ტერნერის და საბონისის ერთად თამაშით გასულიყო ფონს. სამომავლოდ ინდიანაში მიაჩნიათ, რომ გოგა ბითაძეს ანალოგიური შემტევი პოტენციალი აქვს, რაც მაილს ტერნერს”, – წერს გამოცემა.





