სარდინიას ღია პირველობა წარმატებით დაიწყო საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ნიკა პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის 128-ე ნომერს, სლოვაკ იოზეფ კოვალიკს შეხვდა და 3 სეტში, 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის ქართველი ჩოგბურთელისთვის საკმაოდ რთული გამოდგა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ სტრაფი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 41-ე პოზიციაზე იმყოფება. მატჩი 9 აპირს გაიმართება.








