ამ წუთებში კატალონიაში, „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები იმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებს – ჟოან ლაპორტა, ვიკტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
ქალაქის მასშტაბით საარჩევნო პროცესი 09:00 საათზე დაიწყო და პროცედურა 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლეო მესიმ, რომელიც საარჩევნო უბანზე თავის შვილთან ერთად მივიდა.
„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის ვინაობა გვიან ღამით გახდება ცნობილი.
🔥 El capitán del primer equipo, Leo Messi, ejerce su derecho a voto en el Camp Nou 🔥 pic.twitter.com/YbjmHWSPTT
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) March 7, 2021





