შოთა არველაძეს “ჰალ სიტიში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის “ბაიერნისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ლუიზ გუსტავოს დამატება სურს.
34 წლის ფეხბურთელი 2019 წლიდან “ფენერბაჰჩეში” თამაშობს. გუსტავო სხვადასხვა დროს “ბაიერნში”, “ჰოფენჰაიმში” და ვოლფსბურგში გამოდიოდა.
მას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული.
HULLdaily-ს ცნობით, შოთა და აჯუნ ილიჯალი ფიქრობენ, რომ გუსტავო “ჰალ სიტის” სათამაშო გამოცდილებით და დაცვითი უნარებით ძალიან დაეხმარება.





