მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მებრძოლია! 🇬🇪
არიის! მერაბ დვალიშვილმა აშკარა უპირატესობით და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საკმაოდ ძლიერ მეტოქეს კოდი სტამანს სძლია!
ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს 30-27; 29-28; 29-28 აჯობა და ზედიზედ UFC-ში 6 მოგებიანი სერია „გამოაცხო“, აქედან 5 სუპერმსუბუქ წონაში!
აღნიშნულ წონაში მერაბზე გრძელი მოგებათა სერია მხოლოდ თანაგუნდელ – ალჯამაინ სტერლინგს (6) აქვს.
დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მე ჩემპიონთან ერთად ვვარჯიშობ. ალჯამეინ სტერლინგი უფრო ძლიერი დაბრუნდება. ტოპ 15–ის წევრთან გამარჯვებით, ძალიან გახარებული ვარ. დღეს დავამტკიცე, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მზად ვარ ნებისმიერს დავუპირისპირდე. ტოპ 10–დან ან ტოპ 5–დან. შევეცდები, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე.
ვფიქრობ დავიმსახურე, რომ რომელიმე ყოფილ ჩემპიონს დავუპირისპირდე. თუნდაც ეს იყოს ისეთი მეტოქე, როგორიცაა დომინიკ კრუზი. დავიმსახურე, დიდი სახელის მქონე მეტოქეებთან შეხვედრა. ბრძოლას მოწყურებული ვარ. ჩემო საქართველო, ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რომ ბევრჯერ გაგახაროთ. ქრისტე აღდგა”, – თქვა მერაბ დვალიშვილმა მოგებული ბრძოლის შემდეგ.





