ახლახანს ლეგენდარული დავით ყიფიანის 1970-71 წლებში დაწერილი უცნობი წერილი გავრცელდა.
იმ დროისთვის დავით ყიფიანი 19 წლის იყო და 1970-ში თბილისის “ლოკომოტივში” გაუშვეს, სადაც 28 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
1971 წელს ყიფიანი თბილისის “დინამოს” დაუბრუნდა და 1982 წლამდე არაერთი საპატიო ტიტული მოიპოვა.
აი რას წერდა დავით ყიფიანი თავის უცნობ წერილში:
“მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე “დინამოს” შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. არ შემსრულებელი ითვლება ტრაკად”, – წერდა “დინამოს” 10-იანი.

დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” და ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 245 მატჩი ჩაატარა და 79 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში კი 19-ჯერ ითამაშა და 7 გოლის გატანა შეძლო. ევროტურნირებზე კი 35 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. მას ჯამში ოფიციალურ შეხვედრებში 106 გოლი აქვს გატანილი.
დავით ყიფიანი 1976 წელს იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული.





