2021 წლის ATP-ს ერთეულთა თანრიგის პირველი ტურნირის, ანტალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ალექს დე მინორი გახდა.
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანტალიის ღია პირველობის ფინალურ მატჩში ალექსანდრ ბუბლიკს დაუპირისპირდა, თუმცა მატჩი მხოლოდ რვა წუთს გაგრძელდა.
ყაზახმა ჩოგბურთელმა ტერფის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და გათამაშებას მოეხსნა.
შეგახსენებთ, რომ ალექს დე მინორმა მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი, ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2; 6:4 დაამარცხა.
21 წლის ჩოგბურთელმა ATP-ს რანგის ტურნირი კარიერაში მეოთხედ მოიგო.
Your first ATP singles champion in 2021!
🇦🇺 @alexdeminaur has won his fourth ATP title at the #AntalyaOpen 🏆 pic.twitter.com/eYW0RbR1qp
— ATP Tour (@atptour) January 13, 2021





