იტალიელმა ფეხბურთელებმა დანილო დ’ამბროზიომ და ანდრეა რანოკიამ მილანის “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს-ინფორმაციას იტალიური გუნდის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ცნობისთვის, “ნერაძურის” მაისურით 33 წლის რანოკიამ გასულ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, რაც შეეხება 32 წლის დამროზიოს,მან მილანური კლუბის მაისური გასულ სეზონში 24-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანაც მოახერხა.








