ისტორიული ამბავი მოხდა პორტუგალიაშია. კონრეტულად საფეხბურთო კლუბ „პორტოსთვის“, თორემ რაიმე განსაკუთრებული ან სენსაციური შედეგი ვგონებთ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსი“ არა მხოლოდ ამ წყვილის, ზოგადად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში სტუმრად „პორტოსთან“ 1:2 დამარცხდა.
„პორტომ“ კი ნავსი გატეხა. აქამდე პორტიგალიურ გუნდს „ბებერი ქალბატონისთვის“ ისტორიაში არასოდეს მოეგო. დღემდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედროდნენ, რომელთაგან ტურინელებს 3 მოეგო და ერთი ფრედ დაესრულებინა.
რა თქმა უნდა, ამ მარცხით „იუვენტუსისთვის“ არაფერი დასრულებულა, წინ განმეორებითი დაპირისპირებაა.
„რატომღაც ფეხბურთელები ამ მატჩს სრული სერიოზულობით არ მიუდგნენ, რასაც სწრაფი გოლის გაშვებაც დაერთო. ასეთ დროს კი ყოველთვის რთულია კონცენტრირდე. ფეხბურთელებს გარკვეულ ხანს გონს მოსვლა გაუჭირდათ და მეტოქემაც ამით ისარგებლა.
ვფიქრობ ცუდად მომზადებული არ ვყოფილვართ, თუმცა მეტოქემ მაინც გვაჯობა. ისიც აღსანიშნავია, რომ პორტუ დაცვაში ორ ეშელონად თამაშობს. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამ სტილს ხშირად მიმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში ამის იფლება ჩვენ მივეცით.
ჯერ დაკარგული არაფერია. განმეორებით მატჩში ვეცდებით „პორტუს“ ვაჯობოთ და ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“ – აღნიშნა ანდრეა პირლომ.





