მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქალებში ანასტასია გოტფრიდმა იასპარეზა, რომელიც ატაცის გამარჯვებული გახდა და საქართველოს კიდევ ოქროს მედალი მოუტანა.
გოტფრიდმა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ორი ცდა 108/111/ გამოიყენა, რაც ოქროსთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ანასტასიამ ევროპულ ოქროსთან ერთად საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო. მან სარეკორდო ზღვარს 1 კილოგრამით გადააჭარბა.
გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 კილოგრამს გაართვა და მეხუთე პოზიციაზე გავიდა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 239 კილოგრამით კი მას მეოთხე ადგილი ერგო.
ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, ყველაზე პრესტიჟულ წონაში, საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იასპარეზებენ! მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლაშა ტალახაძე, მთავარ ფავორიტად მიიჩნევა!







