ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ, თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძე კლუბის ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
„ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ“, – აღნიშნა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ბაქოს „ნეფთჩი“ იქნება. პირველი მატჩი 6/7 ივლისს „დინამო არენაზე“ გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 13/14 ივლისს ჩატარდება.





