შევედეთის ნაკრების 21 წლის შემტევმა ალექსანდრ ისაკმა „რეალ სოსიედადთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ეს ყველაფერი საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან ისაკმა ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ბევრი სპეციალისტი ელოდა, რომ ის უფრო მაღალი კლასის გუნდში გადავიდოდა.
ცნობისთვის, შვედმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბასკური გუნდის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.








