28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია ალკანტარა კარიერას “რეალ სოსიედადში” გააგრძელებს. ინფრომაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
28 წლის ბრაზილილი ფეხბურთელი ესპანურმა გუნდმა ფრანგული პსჟ-დან იჯარის წესით დაიმატა.
რაფინია “რეალ სოსიედადში” 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.
ალკანტარამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ფრანგული გუნდი მას მნიშვნელოვან შეხვედრებში არ იყენებდა, რაფინიას ამბიცია კი მუდამ ნაკრებში თამაში გახლდათ და ფორმაში შესასვლელად “რეალ სოსიედადში” თამაში იდეალური ვარიანტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რაფინიას ესპანეთში აქამდეც უთამაშია, ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონასა” და “სელტა ვიგოში” გამოდიოდა.
💙 @Rafinha 💙#RafaelTxuriUrdin | #AurreraReala pic.twitter.com/9gtch9AOcJ
— Real Sociedad (@RealSociedadEN) December 27, 2021








