ქვა აღმართში დაეწიაო ზუსტად ნიკოლოზ ბასილაშვილზეა ნათქვამი. თითქოს ქართველ ჩოგბურთელს, ყოფილ მეუღლესთან, ნელი დოროყაშვილთან დაკავშირებული პრობლემები არ ეყოფოდაო, ახალი მომჩივანი გამოუჩნდა.
როგორც რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის Gotennis.ru და ВсёПроСпорт” იუწყება, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძველი ინვესტორი უჩივის. ჯერჯერობით, მისი ვინაობა არ სახელდება და ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა დავის მიზეზი კი გაცხადდა.
მოკლედ, ყოფილი ინვესტორის მტკიცებით, ბასილაშვილის წინსვლაში და მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ტურნირებიდან მიღებული საპრიზო თანხის გარკვეულ ნაწილს ითხოვს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართულ სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან აქვს დავა. მას ძალადობაში ადანაშაულებენ. ახლა კი კიდევ ერთი მომჩივანი გამოჩნდა. ინვესტორი, რომელიც ჩოგბურთელისგან თანხას ითხოვს.
საქართველოს სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში მრავალმილიონიანი საქმის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება“ – ამბობს ინკოგნიტო პირი უცხოურ მედიასთან კომენტარში.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.








