ლევერკუზენის „ბაიერნს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფარმაცევტებმა მიმდინარე სეზონის შუაწელს თავკაცი უკვე შეიცვალეს, როდესაც გუნდიდან არასახარბიელო შედეგების გამო პიტერ ბოში დაითხოვეს და სეზონის ბოლომდე საქმის გაძღოლა გერმანიის 19 წლამდე ნაკრების დამრიგებელს ჰანეს ვოლფს ანდეს.
მომავალი სეზონიდან კი ლევერკუზენელების მთავარი მწვრთნელის სავარძელში ხერარდ საოანე ჩაჯდება. 42 წლის სპეციალისტი შვეიცარიულ „იანგ-ბოიზს“ თავკაცობდა, ამიერიდან კი ბუნდესლიგაში გადაბარგდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შვეიცარიელი მწვრთნელი „ბაიერთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლევერკუზენის „ბაიერნისთვის“ მიმდინარე სეზონი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 52 ქულით მე-6 ადგილზეა.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში ლევერკუზენელები სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ითამაშებენ.





