ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. პრინციპში აქამდე არნახული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც ყურადსაღები ამბავია.
მოკლედ, უეფას აღმასკომმა დაადგინა, რომ „ევრო 2020“-ზე გუნდებს 5 ცვლილების უფლება ექნებათ. ეს წესი შიდა ჩემპიონატებში და შესარჩევ მატჩებში კი მოქმედებს, მაგრამ მსხვილ ტურნირზე ჯერ არ გამოუცდიათ.
ასევე გადაწყდა, რომ 5 შეცვლის პრინციპი ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზეც იმოქმედებს.
ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები შესაძლოა შემცირდეს, თუმცა სანქტ-პეტერბურგმა და ლონდონმა უეფას მისცეს გარანტიები, რომ ისინი ყველა გამოწვევას გაუმკლავდებიან.





