ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ფუტკარივით შრომობდაო უდავოდ ოთარ კიტეიშვილზე. ხვიჩა კვარაცხელიასთვის საგოლე გადაცემა სწორედ მის აქტივშია.
საბერძნეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლიმ სწორედ ოთარ კიტეიშვილი იახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.
“საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა.
ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები“ – აღნიშნავს ოთარ კიტეიშვილი.





