საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა და ადგილობრივ ნაკრებთან სათამაშოდ ადგილიდან მოემზადება.
ჩვენი გუნდი მოახლოებულ შეხვედრას რამდენიმე ცვლილებით ხვდება. გუშინ ვილი სანიოლმა ნაკრებში ეროვნული ლიგიდან კიდევ ორი ფეხბურთელი გამოიძახა – ბათუმის დინამოს მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი და თბილისის დინამოს ცენტრალური მცველი, დავით კობოური. ხვალინდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლევან შენგელია გამოტოვებს.
რამდენიმე საათში საქართველოს ნაკრები სალონიკის სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს, მანამდე კი ვილი სანიოლი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.





