„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო ქალაქელების რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას მანჩესტერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს „სიტისთან“ არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდი მას ხელშეკრულებას აღარ გაუხანგრძლივებს.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს აგუერო კარიერას, თუმცა მას ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს უკავშირებენ, მათ შორის კატალონიის „ბარსელონას“.
სერხიო „მანჩესტერ სიტიში“ 2011 წელს გადავიდა და კლუბის მაისური 384 შეხვედრაში მოირგო, სადაც 257 გოლის გატანა მოახერხა. გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი პრემიერ ლიგის 2011/12 წლების სეზონში ქპრ-სთან გატანილი გოლია, რომლითაც მან მანჩესტერულ კლუბს ისტორიაში პირველი ტიტული მოუტანა.
აქვე ცნობილი გახდა, რომ კლუბიდან წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა „ეტიჰედ სთედიუმის“ წინ აგუეროს ძეგლს დადგამს.





